Drop Down Menu Georgian Biodiversity Database

Hyaena hyaena

2019-10-04

Hyaena hyaena
Hyaena hyaena
Hyaena hyaena
Hyaena hyaena
Accepted name: Hyaena hyaena (Linnaeus, 1758)
Common name: Striped Hyaena
Georgian name: ზოლებიანი აფთარი
Synonyms: ***
Valid subspecies: ***
Taxonomic rank: Species
Taxonomy according to: https://www.iucnredlist.org/species/10274/45195080

IUCN Status: NT
National Red list status: RE
Reason N/A
Trend Extinct
Introduced/ინტროდუცირებული: Native
ენდემიზმი/Endemism: ***
გავრცელების ფართობი/EOO B1Unknown
დაკავებული ტერიტორია/AOO B2Unknown
Legal Status/დაცულობის სტატუსი:

Status Comment:
გადაშენებული რეგიონში (RE). ზოლებიანი აფთრის არეალის ჩრდილოეთი ნაწილი ალაზნის, იორისა და მტკვრის ხეობებს მოიცავდა. გასულ საუკუნეში აფთარი შეინიშნებოდა აჯინაურის სტეპში (ქვედა ალაზნის აღმოსავლეთით), ქართლისა და ივრის ზეგანებზე, არაქსის დაბლობზე, ერთეული ინდივიდები ხვდებოდათ შემახასთან და ყარაბაღში. გასული საუკუნის შუა პერიოდში აფთარი თბილისის მიდამოებშიც უნახავთ: მახათას მთაზე, კუკიის სასაფლაოსთან ყოფილი მლაშე ტბების მახლობლადად, ერთი ინდივიდი კი კუს ტბის სანაპიროსთან მოუკლავთ. ამ პერიოდში აფთრის ჰაბიტატი მნიშვნელოვნად შეიცვალა კავკასიაში, რამაც ხელი შეუწყოს მის გადაშენებას. ბოლოს აფთარი გასული საუკუნის ბოლოს, 90-იან წლებში ინახა ჭაჭუნას აღკვეთილში. უახლოესი პოპულაციები: აზერბაიჯანი: XX საუკუნის შუა პერიოდში წლებში აფთარი უკვე ძალიან მცირერიხოვანი იყო და მხოლოდ დასავლეთ აზერბაიჯანის ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიებზე გვხვდებოდა 50-იან წლებში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სულ 4 მხეცი მოიპოვეს.XXI საუკუნეში, აზერბაიჯანში 12 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ზოლებიანი აფთარი მხოლოდ სამჯერ აღმოუჩენიათ: ორჯერ ნაკვალევი მინგეჩაურის წყალსაცავის გარშემო არსებულ არიდულ ლანდშაფტში უპოვნიათ, ხოლო ერთხელაც - თალიშის მთიან ნაწილში. სომხეთში, XX საუკუნის პირველ ნახევარში ერთეული შეხვედრები აღინიშნებოდა არტაშატის და შამშადინის რაონებში.თურქეთი: XIX საუკუნისა და ადრეული XX საუკუნის ლიტერატურული მონეცემების თანახმად,ზოლებიანი აფთარი ყოველთვის იშვიათი ძუძუმწოვარი ყოფილა თურქეთში. იგი მარმარილოს ზღვის სამხრეთ ოლქიდან დარდანელით, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროთი სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიისკენ ვრცელდებოდა. როგორც ჩანს, მხეცის თურქულ პოპულაციას არასოდეს ჰქონია კავშირი კავკასიაში გავრცელებულ პოპულაციებთან . ითვლება, რომ აფთრის მცირერიცხოვანი პოპულაცია კვლავაც ბინადრობს თურქეთის ტერიტორიაზე.

Reference for occurrence in Georgia: Arumugam, R., Wagner, A. & Mills, G. 2008. Hyaena hyaena. In: IUCN 2009. IUCN Red List of Threatened Species. Version 2009.2 (better reference required)
Bibliography: Kasparek M., Kasparek A., Gözcelioğlu B., Çolak E. and Yiğit N. 2004. On the status and distribution of Striped Hyaena, Hyaena hyaena in Turkey. Zoology in the Middle East. 33: 93-108. Rohland N, Pollack J, Nagel D, Beauval D, Airvaux J, Pääbo S, Hofreiter M. 2005. The Population History of Extant and Extinct Hyenas. Molecular Biology and Evolution, Volume 22, Issue 12, December 2005, Pages 2435–2443 Wilson, D.E., Reeder, D.M.(eds). 2005. Mammal Species of the World: A Taxonomic and Geografic Reference (3rd ed). Johns Hopkins University Press. Верещагин Н. К. 1959. МЛЕКОПИТАЮЩИЕ КАВКАЗА. Москва-Ленинград, ИЗДАТЕЛЬСТВО АКАДЕМИИ НАУК СССР. 255-257, 260-266, 274-280, 653-656, 661-663. Гептнер В. Г., Наумов Н. П., Юргенсон П. Б., Слудский А. А., Чиркова А. Ф., Банников А. Г. 1967. МЛЕКОПИТАЮЩИЕ СОВЕТСКОГО СОЮЗА, ТОМ ВТОРОЙ (Часть первая). Москва, „Высшая школа“. 100-193, 407-455. NACRES.1996.„ამიერკავკასიაში ზოლებიანი აფთრის პოპულაციის მდგომარეობის შეფასება“. რეხვიაშვილი ალექსი.2015. საქართველოს მსხვილი მტაცებლების ისტორიული და დღევანდელი არეალები. სამაგისტრო ნაშრომი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი, 2015 წელი.
Citation: , 2019-10-04. [http://www.biodiversity-georgia.net/index.php?taxon=Hyaena hyaena]. .Hyaena hyaena. in: Tarkhnishvili D, Chaladze G (Editors). 2013. Georgian biodiversity database. http://www.biodiversity-georgia.net/. Downloaded on: 17 October 2021